ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

დეილი ჯგუფი

 
დეილი ჯგუფი

"დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: "დეილი", "სპარი", "მაგნიტი", "გვირილა", "იოლი", "კალათა" და ქართული ლუდის კომპანია "ზედაზენი". ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.  

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,"შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.

"დეილი ჯგუფის" ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნესეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. 

მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა "SPAR", "Heineken" და "Tempo".

"დეილი ჯგუფს"  მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან  ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

"დეილი ჯგუფში"  ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
HR ადმინისტრირების სპეციალისტი NEW დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 19 ნოემბერი 19 დეკემბერი
IT მხარდაჭერის სპეციალისტი - ქუთაისი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 10 ნოემბერი 10 დეკემბერი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ბორჯომი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი - ბათუმი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
ინვენტარიზაციის სპეციალისტი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
მიწოდების აგენტი/მძღოლი - C კატეგორია დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
მაღაზიის მენეჯერი სუპერმარკეტების ქსელი კალათა 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
მაღაზიის ადმინისტრატორი სუპერმარკეტების ქსელი კალათა 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
მოლარე-კონსულტანტი სუპერმარკეტების ქსელი კალათა 06 ნოემბერი 06 დეკემბერი
მოლარე-კონსულტანტი - ბათუმი REG SPAR Georgia 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
მაღაზიის ადმინისტრატორი - ბათუმი REG SPAR Georgia 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
მაღაზიის მენეჯერი SPAR Georgia 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
მაღაზიის ადმინისტრატორი SPAR Georgia 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი - ქუთაისი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 30 ოქტომბერი 30 ნოემბერი
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ტექნიკური სპეციალისტი - ზუგდიდი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 27 ოქტომბერი 27 ნოემბერი
მოლარე-კონსულტანტი - გორი REG სუპერმარკეტების ქსელი კალათა 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
IT Support სპეციალისტი - კახეთი REG დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
ვიდეო სამეთვ. სისტემების ტექნიკური სპეციალისტი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
შეკვეთების ამგროვებელი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
სამაცივრე განყოფილების სუპერვაიზერი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
IT მხარდაჭერის სპეციალისტი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
სამაცივრე პროდუქციის ამგროვებელი დეილი ჯგუფი დეილი ჯგუფი 26 ოქტომბერი 26 ნოემბერი
ადმინისტრატორი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 23 ოქტომბერი 23 ნოემბერი
მოლარე-კონსულტანტი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 23 ოქტომბერი 23 ნოემბერი
მაღაზიის მენეჯერი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი 23 ოქტომბერი 23 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე