ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებების შესაბამისად საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან კომუნიკაცია;
** ფასების გამოთხოვა, შედარება და ხელსაყრელი პირობების შეთანხმება;
** შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტის კონტროლი;
** შეკვეთების განთავსება და მიწოდების ვადების მონიტორინგი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** მარაგების მონიტორინგი და საჭირო შესყიდვების დროული უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებებისა და ანგარიშსწორების პროცესში შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამისი მიმართულებით);
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ფასების ანალიზისა და შედარების უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Excel) ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტიანი მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე