|
დასახელება:
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"სფეის კარგო" საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს სთავაზობს.
პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: პეტრე იბერის ქ. 6, დიდი დიღომი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00 (1 საათი შესვენება).
ანაზღაურება და ბონუსი: ფიქსირებული ხელზე ასაღების ანაზღაურება 900 ლარი და + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ტვირთებისა და ამანათების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
** ამანათების ფიზიკური გადაადგილება და მომხმარებლებისთვის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** ჩინეთის საწყობში მიღებული ამანათების სიების დამუშავება;
** საწყობის პერიოდული აღწერა და მარაგების კონტროლი;
** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
** ფიზიკური დატვირთვისადმი მზაობა;
** სხვადასხვა წონის ამანათებისა და ტვირთების უსაფრთხოდ აწევისა და გადაადგილების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
განაცხადის გამოგზავნა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ წერილის სათაურში შემდეგი ფორმულირებით: "დიღომი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი": hr@spacecargo.ge
გთხოვთ, ზუსტად მიუთითოთ სათაური, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი განაცხადის დროული იდენტიფიცირება.
|
|
|
|