|
დასახელება:
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გრადა
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
"გრადა" ეძებს გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას ჩვენს გუნდში.
ძირითადი პასუხისმგებლობები
პროექტის დაგეგმვა და შესრულება:
** პროექტის ფარგლების, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრა და დოკუმენტირება.
** პროექტის გრაფიკების შემუშავება, წარმოება და მონიტორინგი, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირება და მართვა.
** პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა.
რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა:
** პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, განაწილება და მონიტორინგი.
** პროექტის ბიუჯეტების კონტროლი, ხარჯების ცვლილებების მართვა, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლის უზრუნველყოფა.
გუნდის ლიდერობა და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია:
** მულტიდისციპლინური გუნდების კოორდინაცია და პროექტის ყველა მონაწილეს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
** შიდა გუნდებისა და გარე დაინტერესებული მხარეების როლების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულების განსაზღვრა.
** შეხვედრების ორგანიზება, წარმართვა და დოკუმენტირება, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაგეგმილი ქმედებების დროული შესრულების უზრუნველყოფა.
ხარისხისა და რისკების მართვა:
** პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენა, დანერგვა და შენარჩუნება.
** პროექტის შესრულების მონიტორინგი, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავება.
** პრობლემების პროაქტიული გადაჭრისა და შესრულების მონიტორინგის გზით პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის მონიტორინგი და ინფორმაციის მართვა:
** გამჭვირვალობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად პროექტის ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გავრცელება.
** პროექტის მონაცემების ანალიზი, პროგრესის მონიტორინგი და პროექტის მიზნების მისაღწევად გეგმების საჭიროებისამებრ კორექტირება.
შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI):
** დამტკიცებული საპროექტო გრაფიკის მიხედვით სამუშაოების დროული ჩაბარება.
** ბიუჯეტის სიზუსტე და ხარჯების კონტროლის ეფექტურობა.
** რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების დროულობა და ეფექტურობა.
** საპროექტო დოკუმენტაციის დროული მომზადება და წარდგენა.
** პროექტის შედეგების ხარისხი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.
განათლება:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
** პროექტების მართვის სერტიფიკატი (მაგ. PMP) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
გამოცდილება:
** პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება, სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურულ სფეროში.
ენები:
** ქართული - მშობლიური (C2).
** ინგლისური - საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
ტექნიკური უნარები:
** პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Microsoft Project, Primavera P6 და AutoCAD) მაღალ დონეზე ცოდნა.
** პროექტის ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება.
** დოკუმენტბრუნვისა და მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** პროექტის გრაფიკების შედგენის, ანგარიშგებისა და პროექტის კონტროლის მექანიზმების საფუძვლიანი ცოდნა.
ძირითადი კომპეტენციები:
** ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
** კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
** რამდენიმე პროექტის მართვისა და მათ შორის პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
** პროაქტიული, შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: nrekhviashvili@grada.ge
|
|
|
|