|
დასახელება:
ადმინისტრატორი - Bild A Bear-ის სახელოსნო
|
| მომწოდებელი:
XS სათამაშოები
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში.
ლოკაცია: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "გალერია"
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
** პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერეა თბილისი)
სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|