|
დასახელება:
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სფეის კარგო
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"სფეის კარგო" აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: "სფეის კარგო" არის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს.
სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: ვარკეთილი (ჯავახეთის II შესახვევი N 1ა);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00.
** ანაზღაურება და ბონუსი: ანაზღაურება და ბონუსი: ფიქსირებული ხელზე ასაღების ანაზღაურება 900 ლარი და + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლისთვის ამანათების გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
** პერიოდულად საწყობის აღწერა და მარაგების კონტროლი;
** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულო სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერის საბაზისო დონეზე გამოყენების უნარი.
განაცხადის წესი:
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ: "ვარკეთილი - უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი"
სათაურის სწორად მითითება აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში განაცხადის მოძიება ვერ მოხერხდება.
ელფოსტა: hr@spacecargo.ge
|
|
|
|