ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ტუმბო
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
შპს "ტუმბო" ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის. კომპანიის საქმიანობაა წყლის, გათბობისა და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა

პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში (3 თვე) — 1200 ლარი. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება გაიზრდება თანამშრომლის კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა;
** გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
** თაროზე პროდუქციის მოწესრიგება;
** მაღაზიაში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში.
** სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (Word, Excel, Internet);
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@tumbo.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე