ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სტიკერების გაკვრის/ბრენდირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიკერების გაკვრის/ბრენდირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოლპრინტჯი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
სარეკლამო კომპანია "ოლპრინტჯი" აცხადებს ვაკანსიას სტიკერების გაკვრის/ ბრენდირების სპეციალისტის პოზიციაზე შემდეგი სამუშაო პირობებით:

მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის სარეკლამო მასალის (არაკალი, ბადე-სტიკერი, გამჭვირვალე ფირი) გაკვრა მინაზე, მეტალზე, პლასტმასზე.
** დასტიკერება ვიტრინების, მანქანების და ა.შ
** დასასტიკერებელი ადგილზე ზომების აღება, მასალის ზუსტი დაჭრა, კიდეების დამუშავება.
** ძველი დაზიანებული სტიკერის აძრობა და დარჩენილი წებოს კვალის მოშორება ზედაპირებიდან.

საკვალიფიკაციო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვე.
** სხვადასხვა ტიპის წებოვანი ფირების სპეციფიკის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დიდი ლილო, ერეკლე მე-2-ეს მეხუთე შესახვევი
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 და თვეში ერთი შაბათი.
** ანაზღაურება: ფიქს 1800+ გამომუშავება შესრულებული საქმის მოცულობიდან.
** ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას მეტრო სამგორიდან და მეტრო გლდანიდან.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე (მიუთითეთ პოზიციის დასახელება) hr.allprint@gmail.com ან დაგვირეკეთ და ჩაეწერეთ გასაუბრებაზე 598 130 126

ვაკანსია აქტიურია 2026 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე