ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"FMG - Food Management Group" ეძებს მიმტანებს ღონისძიებებზე სტუმრების მომსახურებისთვის. თუ მიმტანად მუშაობის გამოცდილება გაქვს და დამატებით შემოსავალს ეძებ, შეგიძლია შემოგვიერთდე იმ ღონისძიებებზე, რომელთა თარიღებიც შენს გრაფიკს შეესაბამება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ცალკეულ ღონისძიებებზეა. ყოველი ცვლის თარიღს ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე შევათანხმებთ.
** ერთი ცვლა გრძელდება 8 საათი.
** ანაზღაურება შეადგენს 100-200 ლარს ცვლაში, ღონისძიების ტიპის მიხედვით. ზუსტი თანხა ცვლის დადასტურებამდე თანხმდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ღონისძიებამდე მაგიდების მომზადება და სუფრის გაწყობა.
** სტუმრების მომსახურება და კერძებისა და სასმელების მიწოდება.
** მაგიდებიდან გამოყენებული ჭურჭლის დროულად აღება და მომსახურების სივრცის მოწესრიგება.
** სამზარეულოსა და მომსახურების გუნდებთან კოორდინაცია და ჰიგიენის წესების დაცვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მიმტანად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება კაფეში, რესტორანში ან ღონისძიებაზე.
** სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა და დატვირთულ გარემოში დავალებების დროულად შესრულების უნარი.

სასურველია: ბანკეტების ან ქეითერინგის ღონისძიებების მომსახურების გამოცდილება.

განაცხადის გაგზავნა

გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე HR@fmgroup.ge. წერილის სათაურში მიუთითე "მიმტანი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე