|
დასახელება:
წარმოების დოკუმენტაციის აღრიცხვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.
ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: წარმოების დოკუმენტაციის აღრიცხვის სპეციალისტი
თანამდებობრივი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (უპირატესობა მიენიჭება ისეთ დარგებს როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საგადასახადო აღრიცხვა).
** დოკუმენტბრუნვის სპეციალისტად ან 1C ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** 1С პროგრამის კარგად ცოდნა, ასევე MS Excel, MS Word, Outlook, MS Office, Internet პროგრამებში მუშაობის უნარები.
** ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
** დიდი მოცულობის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
** პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე სააღრიცხვო მონაცემთა ბაზაში საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეყვანის გამოცდილება,
** სააღრიცხვო ბაზისა და საწყობის ბაზის მონაცემებს შორის საქონლის ბრუნვისა და ნაშთების შედარების გამოცდილება, ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩათვლით.
** თვითორგანიზების უნარი, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლიანობა, ოპერატიულობა, ენერგიულობა.
** პერსონალური პასუხისმგებლობა მომზადებული ინფორმაციის ხარისხსა და სიზუსტეზე.
საჭირო პროფესიული ცოდნა, უნარები და თანამდებობრივი მოვალეობები:
** პასუხისმგებელია პირველადი დოკუმენტაციის შეყვანაზე Excel-ში, მასალების გადაადგილების გადამოწმებაზე საწყობებს შორის, ჩეკ-ლისტების გადამოწმებაზე.
** წარმოების Excel-ის ბაზაში მზა პროდუქციის გამოშვების, მზა პროდუქციის წარმოების, ნედლეულის, საღებავების, დანამატების, შეფუთვის მასალების ჩამოწერის ყოველდღიური აღრიცხვა.
** Excel-ის და 1С-ის ბაზაში წუნდებული და საეჭვო ხასიათის პროდუქციის ყოველდღიური აღრიცხვა.
** საქონლის მოძრაობისა და ნაშთების სააღრიცხვო მონაცემთა ბაზაში წარმოების მონაცემებთან შედარება.
** ბოლო 24 საათში წარმოებული მზა პროდუქციის ყოველდღიური ფაქტობრივი გადამოწმება, თანმხლები დოკუმენტების შედგენა და 1С КС ბაზაში შეყვანა.
** დოკუმენტების გატარება 1С КС ბაზაში მზა პროდუქციის გამოშვების და გადაადგილების / ნედლეულის დატვირთვისას. One Pack.
** საწარმოო დოკუმენტაციის მართვა/წარმოება, ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
** 1С КС -ში და Excel-ში ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:00-დან 17:00-მდე. ხელფასი საგამოცდო (6 თვე) პერიოდის განმავლობაში 1700 ლარი ხელზე. პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (ბასეინი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
|
|
|
|