ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესტ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ.

ძირითადი მოვალეობები:

** კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ხარჯებისა და ინვოისების მონიტორინგი;
** ხარჯთაღრიცხვის მართვა და კონტროლი;
** ფასდაკლებების, გაუქმებისა და კორექტირებების ყოველდღიური კონტროლი;
** დეპარტამენტებს შორის კვებისა და სასმელების ტრანსფერების მონიტორინგი;
** ხარჯების მოცულობის მართვა და კონტროლი;
** მინიმალური და მაქსიმალური ნაშთის კონტროლი;
** სასმელებისა და საკვების ფასების კონტროლი საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად;
** დოკუმენტაციის სწორად შევსება და დაარქივება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თვის რეპორტის მომზადება და მისი ანალიზი;
** შერჩევითი შემოწმება და თვის ინვენტარიზაციის პროცესის მართვა/კონტროლი;
** ინვენტარიზაციის სხვაობის (ზედმეტობა/დანაკლისი) შესაბამის დეპარტამენტთან ანალიზი.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
** კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების გადახედვის შემდგომ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე