ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ოფისის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: MOORE
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე (https://www.moore-georgia.ge/).

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).

სამუშაო ადგილი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის N61.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 07:00-დან 16:00-მდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
** სამზარეულოსა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სველი წერტილების დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ⁠საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება;
** კომპანიის შიდა წესების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია დასუფთავების თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 592 01 56 60.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე