ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ტენდერი ქლორიდის შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ქლორიდის შესყიდვაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 769589_Application_form_xlsx_7336119.zip
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

ა) ნომრით #-EF-GE/901
ბ) დანიშნულება: 4 000 კგ კალციუმის ქლორიდი 77% შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა გამოაგზავნონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** მოთხოვნილი საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას 2027 წლის განმავლობაში; ეტაპობრივად, შემკვეთის მოთხოვნისამებრ ოფიციალური შეკვეთის მიღებიდან;
** გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.

გთხოვთ, გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში აუცილებლად მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;

მოცემული რაოდენობა არის მიახლოებითი და ლომისი არ იღებს ვალდებულებას სრულად შესყიდვაზე!

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

tenders@ge.anadoluefes.com
sopio.morchiladze@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება: 19.11.2026
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 03.12.2026

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

სოფიო მორჩილაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
sopio.morchiladze@ge.anadoluefes.com

აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ რომ გავეცანი და ვეთანმხები შემდეგ ვებსაიტებზე განთავსებულ ანადოლუ ეფეს ჯგუფის მომწოდებლის ქცევის კოდექსს:

https://anadoluefes.com/sayfa/1/759/politikalar

https://anadoluefes.com/en/sayfa/1/715/policies
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე