ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სტომატოლოგიური კლინიკა
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ადმინისტრატორი - სტომატოლოგიური კლინიკა გიორგი დანელიას ქუჩაზე (ვაკე-საბურთალოს რაიონი)

ჩვენთვის ღირებულია პროფესიონალიზმი, პაციენტზე ზრუნვა და მეგობრული სამუშაო გარემო.

სამუშაო გრაფიკი: 16:00 საათიდან 21:00 საათამდე, კვირაში 6 დღე, დასვენება კვირა.
ანაზღაურება: 500-800 ლარი, კომპეტენციის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის დახვედრა - გაცილება;
** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** შემოსული ზარების პასუხი, პაციენტების ჩაწერა ექიმთან ელექტრონულ ჟურნალში;
** ისტორიის გახსნა-შევსება;
** სოციალურ ქსელებში, შემოსული შეტყობინებების პასუხი (კომპეტენციის ფარგლებში).

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ან სტუდენტი);
** ქართულად გამართული წერა და მეტყველება;
** უცხო ენები - ინგლისური და რუსული საკომუნიკაციო დონეზე;
** გამოცდილება არ არის სავალდებულო, ადგილზე შეგასწავლით.

პიროვნული თვისებები:

** დისციპლინირებული,
** შრომისმოყვარე,
** დეტალებზე ორიენტირებული,
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე drkhujadzedental@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599380552
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე