ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ბარმენი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Art Ital Group
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
რესტორნების ქსელი "Art Ital Group" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

Art Ital Group — რესტორნების ქსელი ბათუმში, რომელიც აერთიანებს Aromi Italiani, Copacabana, Nadimi, Posh Nosh და Symposium-ს, აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და გაცემა;
** კოქტეილების მომზადება დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** ბარის ინვენტარისა და პროდუქციის სწორად გამოყენება;
** სასმელების მარაგების კონტროლი და ნაშთების მონიტორინგი;
** სტუმრებისთვის თავაზიანი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბარმენად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასმელებისა და კოქტეილების მომზადების საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას;
** სტუდენტებისთვის მორგებულ გრაფიკს.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: tatia@artitaly.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე