ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სამედიცინო ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სთორქ აივიეფი
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
კლინიკა სს "სთორქ აივიეფი", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეპროდუქციული მედიცინა და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილებისა და შეტყობინებების დამუშავება და შესაბამისი პასუხების გაცემა;
** პაციენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით;
** ექიმებთან პაციენტების ვიზიტების დაგეგმვა და შეხვედრების კოორდინაცია;
** ექიმების სამუშაო გრაფიკის მართვა და ვიზიტების კალენდრის წარმოება;
** თურქულენოვან ექიმებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა;
** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თურქული ენის სრულყოფილი ცოდნა — სავალდებულო;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი;
** გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო სამედიცინო გარემოში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, გონიო ანდრია პირველწოდებული, შენ. 51b.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@metro360.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სამედიცინო ადმინისტრატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე