ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
აკადემიური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური დირექტორი
მომწოდებელი: შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა თბილისში მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალისა და ინტერესების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. სკოლა მათ სთავაზობს ხარისხიან სასწავლო პროგრამებს, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ქართულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პრინციპებს ეფუძნება.

"შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სკოლის აკადემიური საქმიანობის ხელმძღვანელობა და სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროგრამებისა და კურიკულუმების დაგეგმვა, დანერგვა და მონიტორინგი;
** საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვა;
** მასწავლებელთა საქმიანობის ზედამხედველობა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი;
** სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება;
** ინკლუზიური, უსაფრთხო და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა;
** მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** სკოლის აკადემიური სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო საგანმანათლებლო პარტნიორებთან თანამშრომლობა და სკოლის აკადემიური განვითარების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება განათლების ან შესაბამის სფეროში;
** განათლების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო სასწავლო პროგრამებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება: საერთაშორისო სკოლაში მუშაობის გამოცდილება და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების (IB, Cambridge ან სხვა) ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@sist.ge.

ელფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.

მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე