ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი - დერმოკოსმეტიკა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - დერმოკოსმეტიკა
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
ევროპული ფარმაცევტული ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე დერმოკოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პორტფოლიოში არსებული დერმოკოსმეტიკური და ესთეტიკური პროდუქციის პრომოცია და გაყიდვა სამედიცინო დაწესებულებებში (კლინიკები, ესთეტიკური ცენტრები, აფთიაქები).
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან (ექიმები, დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები, მენეჯერები) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება.
** პროდუქციის ასორტიმენტის, უპირატესობებისა და სიახლეების პროფესიული პრეზენტაცია.
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ყოველდღიური რეპორტინგი.
** ბაზრისა და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მედიცინის, ფარმაციის, ბიოლოგიის ან მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად).
** მსგავს პოზიციაზე (B2B გაყიდვები, ფარმაცევტული წარმომადგენელი / Medical Representative) მუშაობის გამოცდილება (დერმოკოსმეტიკის ან ესთეტიკის მიმართულებით იქნება დიდი უპირატესობა).
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარები.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტაცია.
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობა (სასურველია).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსი გაყიდვებიდან).
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას (კომპანიის ხარჯზე ტრენინგები).
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vakansiebi2026@gmail.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების წარმომადგენელი-დერმოკოსმეტიკა, ესთეტიკური მედიცინა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე