ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: კაუკასუს აუტო
გამოქვეყნდა: 19 ნოემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
"კაუკასუს აუტო", 22-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს `კავკასიის ავტოიმპორტი` საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია.

ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.

ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.

"კაუკასუს აუტოში", ლოგისტიკის დეპარტამენტში, საზღვაო დოკუმენტაციის სპეციალისტს ვეძებთ, რომელიც:

** უზრუნველყოფს საბუთების პირველადი დამუშავებისა და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაციის პროცესს;
** ახორციელებს საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;
** უზრუნველყოფს პროცესში ჩართული მხარეების დროულ და ეფექტიან ინფორმირებას;
** ახდენს დოკუმენტაციის სიზუსტის მუდმივ კონტროლს;
** უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ოპერატიულ შედგენასა და გადაგზავნას შესაბამის მხარეებთან;
** ახორციელებს მონაცემების პროგრამულ განახლებასა და მუდმივ მონიტორინგს (კონტეინერები, ბუქინგი და სხვა);
** უზრუნველყოფს დოკუმენტაციის წარმოების შეუფერხებელ პროცესს.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** Google Docs-სა და MS Office-ის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ლოგისტიკის სფეროს მიმართ ინტერესი.

სამუშაო საათები: 14:00-22:00
სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/ikoDH

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე