ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამწყები მზარეული
მომწოდებელი: ფიესტა
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე.

ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: დღეში 7-8 საათი

ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: fiestabartbilisi@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე