|
დასახელება:
ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
მეგალაბი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"მეგალაბი" აცხადებს ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინატორის ვაკანსიას.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალების მონიტორინგი ტექნიკური და სარემონტო მიმართულებით;
** ფილიალების მომარაგების უზრუნველყოფა სამეურნეო და საკანცელარიო მიმართულებით;
** დიასახლისების და დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი;
** ფილიალების მონიტორინგი შრომის უსაფრთხოების შეფასების აქტების მიხედვით;
** საბაჟო ტერმინალიდან პროდუქციის დროული გამოტანის ორგანიზება;
** საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და შეგროვების კოორდინაცია;
** საბაჟო ბროკერებთან და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის განბაჟებისა და საწყობამდე ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციული, საოპერაციო ან ლოგისტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად კოორდინაციის უნარი;
** პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
პირობები:
** სამუშო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://megalab.selfrecruit.ge/0da0cb12-3124-4576-8fa5-1b008c512140
|
|
|
|