ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
"მეგალაბი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას -შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** საოფისე ინვენტარისა და საჭირო მასალების შეკვეთების გაფორმება და დროული მიწოდების კონტროლი;
** მარტივი შესყიდვების განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასების შედარება და შეთავაზებების შერჩევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით).
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** ანაზღაურებადი სტაჟირება — 500 ლარი;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობა.
** სტაჟირების ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვე.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;

hrmegalab@selfrecruit.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე