ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
თანამედროვე SAP დეველოპმენტის ტრენინგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანამედროვე SAP დეველოპმენტის ტრენინგი
მომწოდებელი: EPAM
გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
თანამედროვე SAP დეველოპმენტის ტრენინგი

SAP-ის ტექნოლოგიებზე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ბიზნეს პროცესებია აწყობილი, ეს ეკოსისტემა კი AI-სა და თანამედროვე დეველოპმენტთან ერთად ვითარდება. თუ SAP-ში კარიერის დაწყება გინდა, ეს პროგრამა მყარ საფუძველს შეგიქმნის, მაშინაც კი, თუ SAP-ს პირველად ეცნობი.

რას ისწავლი EPAM-ის ექსპერტებთან ერთად:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობას და SQL-ს
** ABAP-ს ნულიდან და ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას
** თანამედროვე SAP ტექნოლოგიებსა და დეველოპმენტის მიდგომებს
** AI-ით მუშაობის პრაქტიკას პროგრამის მოწინავე ეტაპებზე

როგორ მიმდინარეობს სწავლა:

** ეტაპი 1: მიიღებ წვდომას SAP S/4HANA სისტემაზე და იმუშავებ ინდივიდუალურ პროექტზე
** ეტაპი 2: გაიღრმავებ ცოდნას ვებინარებით, პრაქტიკული დავალებებითა და ახალი პროექტით
** ეტაპი 3: სპეციალიზაციას გაივლი EPAM Lab-ში, სადაც AI სასწავლო მასალებსა და სერტიფიცირებასაც მიიღებ

რას გთავაზობთ:

** უფასო მასალებს, რომლებსაც პრაქტიკოსი ექსპერტები ქმნიან და რეგულარულად აახლებენ
** ბევრ პრაქტიკას და რეგულარულ უკუკავშირს პროფესიონალებისგან
** სერტიფიკატს პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში
** EPAM-ის გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობას

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-sap-6083
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე