ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მონაცემთა უფროსი/წამყვანი მეცნიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა უფროსი/წამყვანი მეცნიერი
მომწოდებელი: EPAM
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
"EPAM" ეძებს მონაცემთა უფროს მეცნიერს, რომელიც შეაფასებს არსებულ ოპტიმიზაციის მოდელებს, გამოავლენს მათ სუსტ მხარეებს და შესთავაზებს გაუმჯობესებებს მათემატიკისა და ოპერაციათა კვლევის მყარ საფუძველზე.

რას გააკეთებ:

** გამოავლენ მოდელების ფორმულირების შეცდომებს, ამოხსნის არარსებობის, შეუზღუდაობისა და სხვა პრობლემებს;
** შეაფასებ, სწორადაა თუ არა შერჩეული მოდელირების მიდგომა: წრფივი, არაწრფივი თუ ამოზნექილი;
** განსაზღვრავ, რომელი მეთოდი, წრფივი თუ არაწრფივი დაპროგრამება, უფრო შეესაბამება კონკრეტულ ამოცანას;
** შესთავაზებ მოდელების, მეთოდებისა და ამოხსნის სტრატეგიების კონკრეტულ გაუმჯობესებებს;
** დოკუმენტურად აღწერ დასკვნებსა და რეკომენდაციებს როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკური გუნდებისთვის.

ვის ვეძებთ:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ოპტიმიზაციაში, ოპერაციათა კვლევაში ან გამოყენებით მათემატიკაში;
** ამოზნექილი ოპტიმიზაციის სიღრმისეული ცოდნა: ამოზნექილობა, ორადობა, ოპტიმალურობის პირობები;
** წრფივი დაპროგრამების მყარი ცოდნა: ფორმულირება, სიმპლექსისა და შიდა წერტილის მეთოდები, მგრძნობელობის ანალიზი;
** წრფივი და არაწრფივი დაპროგრამების თეორიისა და ამოხსნის მეთოდების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე.

უპირატესობა: ნავთობისა და გაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-nov26-data-scientist

----------------------------------------------------------------------

"EPAM" ეძებს მონაცემთა წამყვან მეცნიერს, რომელიც შეაფასებს, როგორ არის აგებული და გამოყენებული არსებული ოპტიმიზაციის მოდელები, გამოავლენს მათ სუსტ მხარეებს და შესთავაზებს გაუმჯობესებებს მათემატიკისა და ოპერაციათა კვლევის მყარ საფუძველზე.

რას გააკეთებ:

** გამოავლენ მოდელების ფორმულირების შეცდომებს, ამოხსნის არარსებობის, შეუზღუდაობისა და სხვა პრობლემებს
** შეაფასებ, სწორადაა თუ არა შერჩეული მოდელირების მიდგომა: წრფივი, არაწრფივი თუ ამოზნექილი
** განსაზღვრავ, რომელი მეთოდი — წრფივი თუ არაწრფივი დაპროგრამება — უფრო შეესაბამება კონკრეტულ ამოცანას
** შესთავაზებ მოდელების, მეთოდებისა და ამოხსნის მიდგომების კონკრეტულ გაუმჯობესებებს
** დოკუმენტურად აღწერ დასკვნებსა და რეკომენდაციებს როგორც ბიზნესის, ისე ტექნიკური გუნდებისთვის

ვის ვეძებთ:

** 5+ წლიანი გამოცდილება ოპტიმიზაციაში, ოპერაციათა კვლევაში ან გამოყენებით მათემატიკაში
** ამოზნექილი ოპტიმიზაციის სიღრმისეული ცოდნა: ამოზნექილობა, ორადობა, ოპტიმალურობის პირობები
** წრფივი დაპროგრამების მყარი ცოდნა: ფორმულირება, სიმპლექსისა და შიდა წერტილის მეთოდები, მგრძნობელობის ანალიზი
** წრფივი და არაწრფივი დაპროგრამების თეორიის, ამოხსნის მეთოდებისა და შეზღუდვების ძალიან კარგი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე

უპირატესობა: ნავთობისა და გაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-nov26-data-scientist1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე