ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
უცხო ენის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უცხო ენის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ქართულის, როგორც უცხო ენის შემსწავლელ კურსზე.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ქართული ენის შესწავლა საწყისი დონიდან, რაც მათ ქართულენოვან გარემოში ადაპტაციას გაუადვილებს.

სწავლება ეფუძნება თანამედროვე სასაუბრო პრაქტიკას და მოიცავს მრავალფეროვან ინტერაქციულ აქტივობებს.

შეხვედრების განრიგი:

ორშაბათი | 18:30 - შეხვედრა უნივერსიტეტში, მაია დამენია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ხუთშაბათი | 18:30 - ონლაინშეხვედრა Zoom-ის პლატფორმაზე, მაკა ნოზაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი
დონე: A1 (დამწყები)
სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული, კვირაში 4 საათი - 2 საათი პირისპირ, 2 - ონლაინ კურსის ხანგრძლივობა - 17 კვირა
სწავლის დაწყების თარიღი - 26 ნოემბერი
კურსის საფასური - 800 ლარი (შესაძლებელია თანხის განაწილება - თვეში 200 ლარი) ქართული ენის წინასწარი ცოდნა არ არის საჭირო.
რეგისტრაციისთვის იხ. ბმული.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: PPDC@iliauni.edu.ga
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://bit.ly/3WdVbsM
დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/4imBQgf
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე