|
დასახელება:
წარმოების თანამშრომელი - კერამიკის გაფორმება
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სამუშაო მოიცავს მზა დეკალების დატანას კერამიკულ ნაკეთობებზე წინასწარ დამტკიცებული ვიზუალებისა და მეთოდის მიხედვით. პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას — ეს ტექნიკური, წარმოებითი პროცესია.
ჩვენ გთავაზობთ:
** მოწესრიგებულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1200-1700 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:
** სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** დეკალების/სტიკერების გამოჭრა;
** კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება);
** ხარისხის კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge ან შეავსეთ ფორმა ვაკანსია-საწარმოს თანამშრომელი - Fill out form.
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კერამიკოსი".
|
|
|
|