ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
საკუთარი ავტომობილით მოსიარულე რეზერვი კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკუთარი ავტომობილით მოსიარულე რეზერვი კურიერი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე რეზერვი კურიერის პოზიციაზე შემდეგ უბნებზე: ავლაბარი, სოლოლაკი.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად;
** Სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია თბილისის უბნების კარგი ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ორიენტაციის უნარი;
** მოტივირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00) (სამუშაო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კურიერის სისწრაფეზე);
** ანაზღაურება: ბონუსი ჩაბარებაზე (ჩაბარებულ ამანათზე 3 ლარი);
** საწვავი შეთანხმებით.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: თბილისის კურიერი.

გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობის ფორმას გთხოვთ გაეცნოთ აქ: https://onway.ge/Informed_Consent.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე