|
დასახელება:
ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული enis codna (რუსული/უკრაინული ენის ცოდნა საშუალო დონეზე).
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
** კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
** წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
** სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
** მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
** პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
** საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი.
სამუშაო პირობები:
** ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
** ანაზღაურება 3 თვის სწავლების პერიოდში 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). სწავლების შემდეგ - 1800₾ - ან 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავება ცვლებზე).
სოციალური პაკეტი მოიცავს:
** სამედიცინო დაზღვევა;
** სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში;
** კორპორატიული მობილური ნომერი;
** კვება შესვენების დროს;
** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: gogashvili.mari@caucasianpet.com
|
|
|
|