ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სილქნეტი

 
სილქნეტი

"სილქნეტი" ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას.

ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან ერთად, კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი ბიზნესის მართვა, ინკლუზიური, თანაბარი გარემოს შექმნაზე ზრუნვა და უამრავი სასარგებლო პროექტის განხორციელება განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიის მიმართულებით.

"სილქნეტში" 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენ დიდი გუნდი ვართ, რომელთაც ინოვაცია და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. ჩვენთან სისწრაფე, მოქნილობა და ახალი გზების ძიება გადამწყვეტია.

"სილქნეტი" - ეს არის გარემო ნოვატორი და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, აქვთ სურვილი ჩაერთონ და მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.

ტექნოლოგიური პროგრესი მართავს თანამედროვე სამყაროს. ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ. გახდი შენც.

შემოგვიერთდი, ერთად მეტი შეგვიძლია!

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ფიზიკური ქსელის აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტი NEW სილქნეტი სილქნეტი 17 ნოემბერი 30 ნოემბერი
უფროსი იურისტი სილქნეტი სილქნეტი 12 ნოემბერი 24 ნოემბერი
ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური პროცესების ანალიტიკოსი სილქნეტი სილქნეტი 10 ნოემბერი 10 დეკემბერი
SME გაყიდვების მენეჯერი EXP სილქნეტი სილქნეტი 05 ნოემბერი 20 ნოემბერი
აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი სილქნეტი სილქნეტი 03 ნოემბერი 30 ნოემბერი
ქოლცენტრის წარმომადგენელი - თბილისი სილქნეტი სილქნეტი 02 ნოემბერი 02 დეკემბერი
ციფრული მარკეტინგის ჯგუფის უფროსი სილქნეტი სილქნეტი 29 ოქტომბერი 29 ნოემბერი
გადაიტანე Facebook-ზე